ხელოვნების სასახლის ბაღში ფარნა ლაპიაშვილის ბიუსტი დაიდგმება

11 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის – ფარნა ლაპიაშვილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღს ლეგენდარული მხატვრის ბიუსტი შეემატება, რომელიც ლევან მჭედლიძისა და გურამ ნიკოლაძის ერთობლივი ნამუშევარია.
მხატვრის შთამომავლები, მეგობრები და ოჯახის ახლობლები გაიხსენებენ მსახიობის შემოქმედებასა და მოღვაწეობას.
ფარნა ლაპიაშვილმა გამორჩეული წვლილი შეიტანა ქართული თეატრისა და კინემატოგრაფიის განვითარებაში. მის მიერ შექმნილი სახასიათო და შთამბეჭდავი კოსტიუმისა თუ დეკორაციის ესკიზებით შეიქმნა მრავალი დაუვიწყარი ეროვნული მნიშვნელობის მქონე სპექტაკლი თუ კინოფილმი. მათგან ცალკე აღნიშვნის ღირსია თავადი ლევანის ჩოხა და ქეთოს კაბა ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმისთვის „ქეთო და კოტე“.
ფარნა ლაპიაშვილის სრული არქივი დაცულია ხელოვნების სასახლეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები