გამოფენა: ,,შემოდგომა 2017″ გაიხსნება

11 ოქტომბერს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება გამოფენა: ,,შემოდგომა 2017″.
როგორც „კვირას“ ფოლკლორის ცენტრიდან აცნობეს, გალერეაში გამოფენილია 65 ავტორის 65 ნამუშევარი: ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება. გამოფენაში მონაწილე ზოგიერთი მხატვრის სახელი დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს, რაც დიდი სტიმულია ახალგაზრდა მხატვრებისათვის.
ექსპოზიცია, რომელმაც გააერთიანა უფროსი და ახალგაზრდა მხატვრები, მხატვრული თვითგამოხატვის უმნიშვნელოვანესი გამოვლენაა.
ექსპოზიცია გამოირჩევა მაღალმხატვრულობით, პროფესიონალიზმითა და სტილური თავისებურებით.
გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე, დაიხურება 19 ოქტომბერს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები