ზემო ლაილაშის ბულვარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ლაილაშის ბულვარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორმა გამოსცა.
ბრძანების შესაბამისად, ობიექტის მონაცემების ძეგლთ სახელმწიფო რეესტრში აისახება. ერთი თვის ვადაში კი, ლაილაშის ბულვარის მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები