ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ხუთენოვანი კრებული გამოიცა

ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავთან დაკავშირებით, პოეტი ხუთენოვანი კრებული გამოიცა. ამის შესახებ ინფორმაციას გრაფიკული დიზაინის სააგენტო Zango Studio ავრცელებს.
„ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი „იუნესკომ” 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა. ამ თარიღთან დაკავშირებით გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმმა გამოსცა მისი პოეზიის ხუთენოვანი კრებული. მოხარულები ვართ, რომ კვლავ ვთანამშრომლობთ ლიტერატურის მუზეუმთან და გავხდით ამ შესანიშნავი გამოცემის დიზაინ-იდეის ავტორები. წიგნი დაიბეჭდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით. კულტურის სამინისტრო, ლიტერატურის მუზეუმი,  გამომცემელი: ლაშა ბაქრაძე, რედაქტორი: თეა თვალავაძე.
ვულოცავთ მთარგმნელებს, რედაქტორებს და გამოცემაზე მომუშავე მთელ გუნდს“, – აღნიშნულია  Zango Studio-ს ფეისბუქის გვერდზე.
ლექსები გამოცემულია ქართულ, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე.
კრებული იყიდება Black Dog Shop – ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები