დიმიტრი თუმანიშვილის ლექცია: „გიორგი ჩუბინაშვილი ˗ სამუზეუმო მოღვაწე” გაიმართება

12 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში  დიმიტრი თუმანიშვილის ლექცია: „გიორგი ჩუბინაშვილი ˗ სამუზეუმო მოღვაწე” გაიმართება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ მუზეუმში განუცხადეს, ეს იქნება ლექციათა ციკლის – „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები” – გაგრძელება.
ლექციაზე განხილული იქნება გიორგი ჩუბინაშვილის მოღვაწეობა სხვადასხვა სამუზეუმო დაწესებულებაში და მისი მოსაზრებანი საქართველოში სამუზეუმო საქმის მოწყობის თაობაზე.
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები