დედოფლისწყაროში მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

კახეთში, დედოფლისწყაროში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. საავტომობილო მაგისტრალზე მდგომ სატვირთო ავტომობილს  „ფორდ ტრანზიტის“ სამარშუტო ტაქსი შეეჯახა.
მიკროავტობუსში მყოფი ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი კი საავადმყოფოში მოათავსეს. როგორც შინაგან საქმეთა პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,  რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები