კალიფორნიაში ხანძრის შედეგად, 10 ადამიანია დაღუპული

მინიმუმ 10 ადამიანია დაღუპული კალიფორნიაში მძვინვარე ხანძრის შედეგად.
მასშტაბურმა ხანძარმა 1500-ზე მეტი შენობა გაანადგურა. უკვე განხორციელდა 20 ათასამდე ადგილობრივის ევაკუაცია.
ასობით მეხანძრეა მობილიზებული ხანძართან ბრძოლის მიზნით, რომელიც 5 ათასამდე აკრზეა გავრცელებული. სერიოზული ზარალი კალიფორნიის ათასობით მოქალაქეს მიადგა. ხანძრის გავრცელება კვირას, დილის საათებში დაიწყო, რასაც მძლავრმა ქარმა შეუწყო ხელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები