მიხაელ როთმა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში დაადასტურა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როთი მიიღო.

შეხვედრაზე ყურადღება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ დინამიკას, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმდინარეობას და სამომავლო პერსპექტივებს, საქართველოში განხორციელებული რეფორმების კურსს, ასევე გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნების შედეგებს  დაეთმო.

მიხეილ ჯანელიძემ მიხაელ როთს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ უმაღლეს და მაღალ დონეზე ვიზიტების ინტენსიური ურთიერთგაცვლა ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას ხელს უწყობს. ამასთან, გერმანიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის წარმატებით განხორციელების კუთხით ხაზი კიდევ ერთხელ გაესვა.

მიხაელ როთმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გატარებული რეფორმებისა და დემოკრატიული ტრანსფორმაციის თვალსაზრისით საქართველოს მთელ რეგიონში ლიდერის პოზიცია უკავია. ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა ქართულ მხარეს დაუდასტურა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა რეფორმების ისევე, როგორც დასავლეთთან ინტეგრაციის სფეროში.

მიხაელ როთი 9-10 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით იმყოფება თბილისში, რომლის ფარგლებშიც შეხვედრებს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ადგილობრივ არასამთავრობო, კვლევით და საქართველოში მოქმედ გერმანულ ორგანიზაციებთან მართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები