რატი იონათამიშვილი: სამწუხაროდ, სახელმწიფოს პირველი პირი დღეს ყველაზე არასახელმწიფოებრივად აზროვნებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი ვეტოს დადებით, სინამდვილეში, პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებასაც ახდენს, რაც არის დაუშვებელი.

„ბატონმა მარგველაშვილმა დღეს გაუშვა ბოლო შანსი კონსტრუქციული და პოზიტიური როლი შეეტანა კონსტიტუციის რეფორმის პროცესში, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნის, ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტების და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების შეფასებით, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის შესაბამის სტანდარტებს და გარანტიებს ამკვიდრებს. ვეტო აუცილებლად იქნება დაძლეული, რადგან ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს და პრეზიდენტის უპასუხისმგებლო ქმედება ვერ იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარების შეუქცევადი პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორი”, – აცხადებს იონათამაშვილი.

ავტორი: ლილუ მიროტაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები