„შოტლანდიელს, რომელიც არაბს თეძოზე შეეხო, 3 -წლიანი სასჯელი ელის“

0

შოტლანდიელ ჯეიმი ჰარონს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას სპირტიანი სასმელების მოხმარება და გაერთიანებული არაბეთის ემირატების მოქალაქის მიმართ შეუფერებელი შეხება ედება ბრალად.
„ეს ყველაფერი კოშმარულ სიზმარს ჰგავს და არც კი ვიცი, ეს როდის დასრულდება, თუმცა როგორც ჩანს, ეს არც არასოდეს მოხდება“, -ნათქვამია მის განცხადებაში.
იქვე საუბარია იმაზე, რომ მისი მორალური და ფინანსური შესაძლებლობები იწურება.
27 წლის ჰარონი აცხადებს, რომ უკვე დახარჯა სასამართლო ხარჯებზე 30 ათას ფუნტამდე და დაკარგა სამსახური. მისმა მშობლებმაც გააკეთეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ჯეიმი ყოველთვის კარგი ბიჭი იყო და არასოდეს შეუქმნია ვინმესთვის პრობლემები. მათ გააკრიტიკეს ინგლისის საგარეო საქმეთა უწყება, რომელიც სამეფოს მოქალაქეებს დუბაიში დასვენებას ურჩევს.
ინციდენტი ამა წლის ივლისში, ბარ „როქ ბოთომ“-ში მოხდა. ჰარონის თქმით, ბარში ბევრი ხალხი იყო. იმის გამო, რომ სასმელი არ დაქცეოდა, ის გზას ხელით ათავისუფლებდა და ამ დროს შემთხვევით, ხელით შეეხო მამაკაცის თეძოს, რომელმაც მოგვიანებით პოლიცია გამოიძახა. შოტლანდიელი ხუთი დღით ციხეში გამოკეტეს, შემდეგ კი გაუშვეს, თუმცა მისი პასპორტი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დარჩა.

კომენტარები

კომენტარი