თეთრი ვეფხვის ბოკვერებმა ზოოპარკის თანამშრომელი დაგლიჯეს

ინდოეთის ეროვნულ პარკში „ბანერგხათა“, 2 წლის თეთრმა ვეფხვებმა პარკის თანამშრომელი დაგლიჯეს, რომელიც მათ ვოლიერს ასუფთავებდა. ამის შესახებ ინდური მედია იტყობინება. პარკის თანამშრომელს და მისი დამხმარეს ეგონათ, რომ ვოლიერი ცარიელია, მაგრამ სინამდვილეში იქ ზრდასრული ვეფხვი და მისი შვილები იყვნენ. როცა ადამიანები იქ შევიდნენ, ერთ-ერთი ბოკვერი პარკის თანამშრომელს თავს დაესხა და ყელში მოუჭირა. მეორე ადამიანმა გაქცევა მოასწრო. როგორც ცნობილია პარკის სხვა თანამშრომლები ცდილობდნენ კოლეგის გადარჩენას, თუმცა უშედეგოდ.
ინციდენტი საფარის ზონაში მოხდა. ბოკვერები დედასთან ერთად 2-3 წელი ცხოვრობენ, ისინი ზრდასრულ ასაკს 4 წლის შემდეგ აღწევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები