ინგლისელები რუსების მხრიდან ძალადობის ექსტრემალური დონის შესახებ გააფრთხილეს

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს მსვლელობისას, ინგლისელმა გულშემატკივრებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რადგან რუსეთში საფეხბურთო ხულიგნების პრობლემა არსებობს. ასეთი მოსაზრება ბრიტანული პოლიციის წარმომადგენელმა მარკ რობერტსმა გამოთქვა. რობერტსი ინგლისის პოლიციის იმ დანაყოფს ხელმძღვანელობს, რომელიც საფეხბურთო მატჩებზე უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
პოლიციელის თქმით, ინგლისელი ფანატები ცნობილები არიან „შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით“, ამიტომ უმჯობესია უფრო თავშეკავებულად მოიქცნენ, რათა რუსებთან შეტაკებები თავიდან აირიდონ.
სექტემბრის ბოლოს გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „მანჩესტერ იუნაითედმა“ და „ლივერპულმა“ თავიანთ მხარდამჭერებს ურჩიეს „სპარტაკთან“ და „ცეესკა“–სთან თამაშების წინ არ ატარონ კლუბური ატრიბუტიკა სახალხოდ და არ ისეირნონ მოსკოვის ქუჩებში განცალკევებით.
წელსვე ბრიტანულმა არხმა „ბი ბი სი 2“-მა ეთერში გაუშვა დოკუმენტური ფილმი „ხულიგნების რუსული ჯარი“. მასში ავტორებმა ისაუბრეს 2016 წელს, ევროპის ჩემპიონატის დროს მომხდარ დაპირისპირებებზე, რომელიც რუსების მონაწილეობით მარსელში მოხდა და მოუწოდეს ბრიტანელებს, თავი შეიკავონ რუსეთში 2018 წლის ჩემპიონატზე გამგზავრებისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები