ტერორისტები აშშ–ში „მეორე 11 სექტემბრის“ მოწყობას გეგმავდნენ

ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“–ს სამი მხარდამჭერი ნიუ–იორკში ტერაქტების მოწყობას გეგმავდა, რომელიც, მათი თქმით, „მეორე 11 სექტემბერი“ იქნებოდა. ამის შესახებ საუბარია იმ მასალებში, რომლებიც აშშ–ს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შეტევები 2016 წლის ზაფხულში იგეგმებოდა, მუსულმანებისთვის წმინდა, რამადანის თვის დროს.
ტერორისტები ასაფეთქებელი ნივთიერების დამონტაჟებას თაიმზ სქვერსა და მეტროში აპირებდნენ. ამას გარდა, საკონცერტო დარბაზებში სროლასაც აპირებდნენ. ერთმანეთთან კავშირს ექსტრემისები მესენჯერების მეშვეობით ამყარებდნენ. მასალებში აღნიშნულია, რომ მომზადებისას ისინი ორიენტირებას პარიზის 2015 წლის და ბრიუსელის 2016 წლის ტერაქტებზე აკეთებდნენ.
სამივე ტერორისტი პატიმრობაში იმყოფება. მათგან ერთმა დანაშაული აღიარა. ორი დაპატიმრებული 19 წლისაა, ისინი აშშ–ს და კანადის მოქალაქეები არიან. მესამე კი ფილიპინელია, ის 37 წლისაა. აშშ გასამართლებას სამშობლოში ელოდება, დანარჩენი ორი კი საზღვარგარეთ არის დაკავებული. აშშ მათ ექსტრადირებას ელოდება.
დიდი ტრაგედიის თავიდან აცილება „ეფ ბი აი“–ს იმ თანამშრომლის წყალობით გახდა შესაძლებელი, რომელიც დაჯგუფებაში იყო ჩანერგილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები