გარღვევა–სირიის არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ უდიდეს ქალაქში შესვლა შეძლო

სირიის ჯარი „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ–ერთ ყველაზე დიდ ქალაქში შევიდა.
სირიის არმია ქალაქ მეადინში შევიდა. მეიადინი ტერორისტების ერთ–ერთი ყველაზე მთავარი ქალაქია. სამთავრობო ჯარის ბრიგადის გენერლის განცხადებით, სირიის სამხედროებმა კოტროლი დაამყარეს ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარე შენობებზე, არ–რახმას ციტადელსა და სავამი ალ–გაიალის რაიონზე.
გენერლის განცხადებით, სასტიკი ბრძოლები ტერორისტებთან კი ქალაქის სამხრეთით მიმდინარეობს. ამას გარდა, სამხედროები აცხადებენ, რომ ჯარმა ჰუმანიტარული კორიდორების უზრუნველყოფა გააკეთა, რითაც მშვიდობიანი მოსახლეობა სარგებლობს. თუმცა, ტერორისტები მცხოვრებლების ნაწილს გაქცევის საშუალებას არ აძლევენ და მათ „ცოცხალ ფარებად“ იყენებენ.“
სირიის ტელევიზია იტყობინება, რომ მეიადინის ოპერაციისას ბოევიკების დიდი ნაწილის ლიკვიდირება მოხდა, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი ცნობილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები