“თუ მედია საერთო ფორმატზე ვერ შეთანხმდა, დებატებში მონაწილეობას განვაგრძობთ ისე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით”

“ჩვენ მედიას შევთავაზეთ, შეთანხმდნენ ერთიან ფორმატზე. თუ საერთო ფორმატზე მედიასაშუალებებს შორის შეთანხმება ვერ მოხდება, დებატებში მონაწილეობას განვაგრძობთ ისე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით”, – განაცხადა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი დებატებში მონაწილეობას მიიღებს ყველგან, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრების დრო და გრაფიკი ამის საშუალებას მისცემს.
„ყველა მედიასაშუალებას სურს, რომ კანდიდატები დებატებში მასთან მიიწვიოს და კანდიდატებსაც სურთ, რომ მონაწილეობა ყველგან მიიღონ. ამიტომ ჩვენ მედიას შევთავაზეთ, რომ ერთიან ფორმატზე შეთანხმდნენ. რა თქმა უნდა, ეს მედიის გადასაწყვეტია. თუ შეთანხმება მედიასაშუალებებს შორის ვერ მოხდება, ჩვენ დებატებში მონაწილეობას განვაგრძობთ ისე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. სადაც მოსახლეობასთან შეხვედრების დრო და გრაფიკი საშუალებას მოგვცემს, დებატებში მონაწილეობას ყველგან მივიღებთ”, – აღნიშნა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ მედიასაშუალებებს შესთავაზა, თბილისის მერობის კანდიდატების დებატებისთვის ერთობლივ ფორმატზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები