“პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდებით, თუ ვეტოში მხოლოდ ეს ორი საკითხი არ იქნება ასახული, მაშინ ვეტო დაიძლევა”

“პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდებით, თუ ვეტოში მხოლოდ ეს ორი საკითხი არ იქნება ასახული, მაშინ ვეტო დაიძლევა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდის მიერ სამი მოსმენით მხარდაჭერილი საკონსტიტუციო ცვლილებები თითოეულ მოქალაქეს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგება.
„საკონსტიტუციო ცვლილებები ვენეციის კომისიამაც აღიარა და საბოლოო დასკვნაშიც დადებითად არის შეფასებული. პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს წარმატებულ საქმიანობას ვულოცავ. ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი სამი მოსმენით დავუჭირეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ის თითოეულ მოქალაქეს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგება. რაც შეეხება ორ პირობას, რომელიც ვენეციის კომისიასთან ჩვენ აღებული გვაქვს და რასაც საქართველოს პრეზიდენტიც ეთანხმება, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ამ ორ საკითხზე ოპოზიციური პარტიების დარწმუნება ვერ მოახერხა. ამიტომ, ჩვენ ამ პირობას ახალი საკანონმდებლო ინიციატივის გზით აუცილებლად შევასრულებთ. პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდებით, თუ ვეტოში მხოლოდ ეს ორი საკითხი არ იქნება ასახული, მაშინ ვეტო დაიძლევა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები