ლევან იზორია: თბილისი ხდება ყველასთვის მიმზიდველი ქალაქი, გამომდინარე იმ განვითარების დონით, რომელიც ჩვენს ქალაქს ეტყობა

“თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გააკეთებს, რომ თბილისი უფრო მეტად მიმზიდველი ცენტრი გახდეს ევროპისთვის, მსოფლიოსთვის, თავისი ინფრასტრუქტურით, თავისი ისტორიით და თანამედროვე შტრიხებით”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ „თბილისობის“ დღესასწაულზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თბილისი ყოველ დღე ყალიბდება სიცოცხლით სავსე ქალაქად, რომელშიც შერწყმულია თანამედროვე ტრადიციულთან.
“ვულოცავ მთელ საქართველოს და განსაკუთრებით თბილისელებს „თბილისობის“ დღესასწაულს. თბილისი ყოველ დღე ყალიბდება სიცოცხლით სავსე ქალაქად, რომელშიც შერწყმულია თანამედროვე ტრადიციულთან. ამას მოწმობს ტურისტების ძალიან მზარდი ნაკადიც. ის ხდება ყველასთვის მიმზიდველი ქალაქი, გამომდინარე იმ განვითარების დონით, რომელიც ჩვენს ქალაქს ეტყობა. მომავალშიც, თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გააკეთებს, რომ უფრო მეტად მიმზიდველი ცენტრი გახდეს ევროპისთვის, მსოფლიოსთვის, თავისი ინფრასტრუქტურით, თავისი ისტორიით და თანამედროვე შტრიხებით. ყველას გილოცავთ და ასეთი ლამაზი დღეები მინდა ვუსურვო თითოეულ ადამიანს. დღეს ჩვენ ჩართული ვიყავით თავდაცვის სამინისტროს ორკესტრით, რომელსაც წელს 25 წელი უსრულდება, ხვალ გერმანიიდან და ესტონეთიდან კოლეგები ესტუმრებიან და ეს არის მათი ღვაწლის დაფასება. სიმბოლური იყო, რომ ჩვენმა ორკესტრმა შეასრულა სიმღერა „თბილისო“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები