„თბილისი-2017“-ის გამარჯვებულები დღეს დაჯილდოვდებიან

თბილისის საკრებულოს მიერ ორგანიზებულ კონკურსის – „თბილისი-2017“-ის გამარჯვებულები დღეს დაჯილდოვდებიან.
ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ყოველგვარი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე შეეძლო.
გამონაკლისს ნომინაცია – წლის საუკეთესო ესსე წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, კონკურსის მიზანი ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების სფეროში დასაქმებული პირების შემოქმედებითი აქტივობის, პროფესიულ ზრდისა და ჯანსაღი, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების, ასევე, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენისა და წახალისების, ეროვნული და საკაცობრიო ღირებულებების დანერგვისა და საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაა. ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსი „თბილისი“ “თბილისობა -2017”-ის ღონისძიებების ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერები არიან: თბილისი მერია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, მწერალთა კავშირი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სს “ფინკა ბანკი საქართველო”, “თელიანი ველი” და სადაზღვეო კომპანია “ირაო”.
გამარჯვებულები, რომლებსაც კონკურსის პრიზი (სიმბოლო, XII საუკუნის არტეფაქტის – ხოხბის – გამოსახულების სტილიზებული ვარიანტი) და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ერთჯერადად დაწესებული ფულადი პრემია გადაეცემათ, შემდეგ ნომინაციაში გამოვლინდებიან: წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები წლის საუკეთესო პოეტური ნაწარმოები წლის საუკეთესო ესსე (სკოლის მოსწავლეთათვის) წლის საუკეთესო სიმღერა წლის საუკეთესო ფერწერული ნაწარმოები წლის საუკეთესო ქანდაკება წლის საუკეთესო ფოტოხელოვნების ნაწარმოები წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაწარმოები ჟიურის სპეციალური პრიზი დაჯილდოების ცერემონიალი 2017 წლის 7 ოქტომბერს 18:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები