პირველად საქართველოს ისტორიაში ევროპის უროლოგიის საბჭოს სესია შედგა​

სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”, პირველად საქართველოს ისტორიაში, ევროპის უროლოგიის საბჭოს (European Board of Urology) სესია შედგა. გასვლით სხდომას თბილისში საქართველოს უროლოგთა ასოციაციამ უმასპინძლა, რომლის წარმომადგენლები არჩილ ჩხოტუა და გიორგი მანაგაძე დღეისათვის, ევროპის საბჭოს დელეგატები არიან.
ევროპის უროლოგიის საბჭო, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ყოველწლიურად იკრიბება, მომდევნო წლის განვითარების გეგმებისა და პერსპექტივების განსახილველად. საქართველოს უროლოგთა ასოციაციას, როგორც საბჭოს აქტიურ წევრ ორგანიზაციას, წელს განსაკუთრებული პატივი ხვდა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამ მეტად პრესტიჟულ ღონისძიებას უმასპინძლოს.
სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებას ევროპის უროლოგიის საბჭოს მოქმედი პრეზიდენტი – იან ნავროცკი, საბჭოს მომავალი პრეზიდენტი არნალდო ფიგუერეიდო და აღმასრულებელი დირექტორი ვილმა გიტმალი, 50-მდე ევროპელ დელეგატთან ერთად ეწვია.
ევროპის უროლოგიის საბჭოს (European Board of Urology) სესიაზე მთავარ საკითხად საქართველოში პოსტდიპლომური განათლების სისტემის რეფორმირება განიხილეს. საქართველოს უროლოგთა ასოციაციას, ევროპის უროლოგიის საბჭოსთან ერთად, შემუშავებული კონკრეტული წინადადებები აქვს, რომლებმაც მნიშვნელოვნად უნდა გააუმჯობესოს ჩვენს ქვეყანაში უროლოგიის სწავლებისა და სერტიფიცირების პროცესი. პირველად ქართული მედიცინის იტორიაში, შესაძლებელი ხდება ქართველ სპეციალისტთა ევროპული ლიცენზირება საქართველოშივე. ნოვაცია, რომლის შემდეგაც ქვეყანა ევროპული სტანდარტების შესაბამის სპეციალისტებს მიიღებს, მნიშვნელოვანია არა მარტო უროლოგიის დარგის სპეციალისტებისათვის, ასევე, სამედიცინო სექტორის სხვა წარმომადგენლებისთვისაც.
ღონისძიება 2 დღეს გასტანს და იგი სამუშაო პროცესის გარდა, ევროპის საბჭოს სხვადასხვა კომიტეტებში (საგამოცდო, აკრედიტაციისა და სერტიფიკაციის კომიტეტებში) სხდომებსაც მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები