„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 6 ოქტომბრის 23:00 საათიდან დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალა ვახტანგ გორგასლის მოედანზე, ჯვრის მამის ეკლესიამდე, ასევე, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, მეტეხის ხიდიდან ჰეიდარ ალიევის სკვერამდე. გადაიკეტა ევროპის მოედანი, ღვინის აღმართი, ხოლო მეტეხის ქუჩაზე მოძრაობა ნებადართულია ევროპის მოედნამდე.

მოძრაობა სრულად აიკრძალა მარცხენა სანაპიროზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე. პანდუსიდან ჩამომსვლელი ავტომანქანები კი ორ რიგად მოძრაობენ კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის გავლით, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმართულებით.

მოძრაობა აიკრძალა ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ლეღვთახევის მიმართულებით, ასევე, იოსებ გრიშაშვილის ქუჩაზე – აბანოთუბნის მიმართულებით.

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ავტომანქანების გაჩერება ავლაბრის მოედანზე მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომზე და მიმდებარე ქუჩებზე შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები