გერმანიაში თვითმფრინავს „დრიფტაობა“ მოუხდა (ვიდეო)

ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც დაფიქსირებულია, თუ როგორ ცდილობს ქარიშხლის დროს, დიუსელდორფის აეროპორტში დაჯდომას უზარმაზარი სამგზავრო თვითმფრინავი.
500 ადგილიანი „Airbus A380“ არაბეთის გაერთიანებულ ემირატების კუთვნილებაა და მსოფლიოში ყველაზე დიდ სამგზავრო საჰაერო ტრანსპორტს წარმოადგენს.
ამ კონკრეტული თვითმფრინავის პილოტის საოცარმა უნარებმა და პროფესიონალიზმმა მგზავრები კი გუშინ გადაარჩინა, რაც ვიდეოზე ნათლად ჩანს. როგორც კი თვითმფრინავის შასი დასაფრენ ბილიკზე დაეშვა, ამოვარდნილმა ქარიშხალმა მას პრობლემები შეუქმნა და ბორტმა „დრიფტაობა“ დაიწყო. ეარბასის პილოტმა ქარიშხლის წინააღმდეგ ბრძოლა კი წარმატებით მოიგო. შემზარავი მომენტი თვითმფრინავების მოყვარულმა მარტინ ბოგდანმა გადაიღო და თავის იუთუბის გვერდზე განათავსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები