ვლადიმირში მომხდარი ავარიის შედეგად, გარდაიცვალა ერთი, ხოლო დაშავდა ორი ბავშვი

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციაში ღამით მომხდარი მასშტაბური ავარიის შედეგად 16 გარდაცვლილს შორის ერთი ბავშვია. 5 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის 2 არასრულწლოვანია, ისინი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.
ვლადიმირში, გვიან ღამით მატარებელი ავტობუსს შეეჯახა, რომელიც რკინიგზის ლიანდაგზე იყო გაჩერებული და ძრავის ჩაქრობის გამო სვლას ვერ აგრძელებდა.
„შეჯახებისას ავტობუსში მყოფებს ეძინათ. მოსალოდნელი შეჯახების წინ, მძღოლმა ყვირილი დაიწყო, 34-მა ავტობუსიდან ჩამოსვლა მოასწრო. მათ ლიანდაგიდან ავტობუსის გადაწევა სცადეს, ისინი კი, ვინც შიგნით იყო დარჩენილი დაიღუპნენ, რადგან საშინელი სისწრაფით მომავალმა მატარებელმა ავტობუსი ნაწილებად დაშალა“, – აცხადებენ ვლადიმერის ოლქის გუბერნატორის წარმომადგენლები.
ავტობუსში იმყოფებოდნენ უზბეკეთის 55 მოქალაქე და ორი მძღოლი ყირგიზეთიდან. ავტობუსის ძრავა იმ დროს გაფუჭდა, როდესაც სარკინიგზო გადასასვლელს კვეთდა. მატარებლის მემანქანე ამის შესახებ ინფორმირებული იყო, მაგრამ საბოლოოდ დამუხრუჭება ვერ შესძლო. მომხდართან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცველები ავტოსაგზაო შემთხვევის რამდენიმე მიზეზზე მუშაობენ, მათ შორის არის ავტობუსის მძღოლის და რკინიგზის თანამშრომლების მიერ წესების დარღვევის შესაძლო ფაქტიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები