გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღევანდელ შეხვედრაზე, საქართველო-გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.

შეხვედრა დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში საქართველოს წვლილთან დაკავშირებით განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა და ქართველი სამხედროების მაღალი დონის პროფესიონალიზმი და მომზადების დონე ხაზგასმით აღნიშნა. მისი შეფასებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების როლი და ეფექტური საქმიანობა, მთლიანად კოალიციისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოში თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები ასევე პოზიტიურად შეაფასა. შეხვედრისას ხაზი გაესვა გერმანიის კიდევ უფრო მეტი ჩართულობის მნიშვნელობას, როგორც თავდაცვის სფეროში, ისე – სხვა მიმართულებებით.

საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს და ლოგისტიკის სფეროში გერმანული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

პრემიერმა ასევე ისაუბრა რეგიონში არსებულ და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულია ყველა იმ რეფორმის განხორციელების პროცესში, რომელიც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას ხელს უწყობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები