ზვიად ძიძიგური: ყველა დაინტერესებული პირისთვის მნიშვნელოვანია, დასრულდეს კამათი კონსტიტუციის ირგვლივ

ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ვეტოში ის ორი საკითხი აისახებოდა, რაც ვენეციის კომისიისგან გვქონდა რეკომენდირებული, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.
ძიძიგურმა პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ შეხვედრამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
„ვეტოსთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობა შეხვდა პრეზიდენტს, ეს შეხვედრა იყო კონსტრუქციული. თუ პრეზიდენტი ჩვენს წინადადებას მიიღებს, ჩვენ მოვიგებთ დროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭირო იქნება სამი მოსმენა, შემდეგ ინტერვალი და მთელი პროცედურების თავიდან ჩატარება. თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ ეს პროცედურა თავიდან უნდა ჩატარდეს, მათი გადასაწყვეტია. ყველა დაინტერესებული პირისთვის მნიშვნელოვანია, დასრულდეს კამათი კონსტიტუციის ირგვლივ”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები