გიგლა ბარამიძე: ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინება აუცილებელი არ არის

ყველა პარტია იმ დოკუმენტის წინააღმდეგია, რაც „ქართულმა ოცნებამ” მიიღო, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ განაცხადა.
ბარამიძე ირაკლი კობახიძეს ვენეციის კომისიაში ვიზიტის გამო აკრიტიკებს და თვლის, რომ კონსტიტუციის მიღების დროს მთავრია საზოგადეობის მოსაზრება.
„კობახიძე რომ დაქრის ასე უცხოეთში, ეს არ არის აუცილებელი. ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებაც არ არის აუცილებელი. არ არის საჭირო, ყოველ დაძახილზე იქ ეახლოს. მთავარია ამომრჩევლის დაკვეთა და არა ამ არასამთავრობო ორგანიზაცია – ვენეციის კომისიის. ის დოკუმენტი, რაც მიიღო ხელისუფლებამ არის ერთი პარტიის, რადგან არ გაითვალისწინეს არცერთი პოლიტიკური პარტიის მოსაზრება”, – გაანცხადა გიგლა ბარამიძემ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები