პრეზიდენტის ადმინისტრაცია მმართველ გუნდთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი მმართველი გუნდის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ხაზს კონსენსუსის უზრუნველყოფის აუცილებლობას უსვამს და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, კონსულტაციები ყველა პოლიტიკურ ძალასთან გააგრძელოს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობასთან პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა:

„შეხვედრა იყო საინტერესო და კონსტრუქციული, მათ შორის საუბარი შეეხებოდა იმ ორ საკითხს, რომელიც არის დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებებთან. აღნიშნულ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტი აგრძელებს პოლიტიკურ კონსულტაციებს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის მმართველ პოლიტიკურ გუნდთან.

საქართველოს პრეზიდენტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო საკითხებზე კონსენსუსის უზრუნველყოფა, პოზიციების დაახლოება, თანხმობის დოკუმენტის კონსტიტუციის ირგვლივ ფართო კონსენსუსის უზრუნველყოფა, შესაბამისად, უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, პრეზიდენტის გუნდის მხრიდან არ დააკლდება მცდელობა იმ მოქმედებებს, რომ პოზიციები მეტად იყოს დაახლოებული კონსენსუსისკენ.

საჭიროების შემთხვევაში შეხვედრა შედგება ყველასთან, მათ შორის მმართველ პოლიტიკურ გუნდთან. დღევანდელი კონსტრუქციული შეხვედრის შემდგომ ცხადია კომუნიკაცია გრძელდება აღნიშნულ საკითხებზე”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები