დიდთოვლობის გამო თუშეთი -კახეთის გზაზე ზვავი ჩამოწვა – ტურისტები უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ

ძლიერი თოვლის გამო, თუშეთი-კახეთის გზაზე ზვავი ჩამოწვა. გავრცელებული ინფორმაციით, ჩარჩენილია ერთი ადგილობრივი მცხოვრები, რომლის გამოყვანაც ამ დრომდე ვერ ხერხდება. ასევე ვერ ახერხებს უკან დაბრუნებას რამდენიმე ტურისტიც. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ტურისტს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და მისი საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო. როგორც ექიმმა, ირაკლი ხვედაგურიძემ განმარტა, ტურისტს შიდა სისხლდენა აღენიშნება. თუშეთის გამგებელის ინფორმაციით, თოვლი 40 სანტიმეტრამდეა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, ხალხმა ამინდის გაუარესების თაობაზე გაფრთხილება არ გაითვალისწინა. ზვავი თუშეთში შაველი-აბანო-ომალოს გზაზე დღეს დილით ჩამოწვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები