დავით ბაქრაძე და ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ჩოჩხათისა და ჯურყვეთის მოსახლეობას შეხვდნენ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე და ლანჩხუთის მერობის კანდიდატი ამირან გიგინეიშვილი ლანჩხუთის რაიონის ჩოჩხათისა და ჯურყვეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივები სასმელი წყლის, სოფლებამდე მისასვლელი გზისა და გაზიფიკაციის პრობლემის გადაწყვეტას, ასევე აზიური ფაროსანას მიერ განადგურებული თხილის მოსავლის კომპენსაციას ითხოვენ.

მერობის კანდიდატი მოსახლეობას ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობას დაჰპირდა. ბაქრაძემ კი ადგილობრივებს „ევროპული საქართველოს” წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები