ლას-ვეგასში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს თბილისის ანძა ერთი საათით ჩაბნელდება

საქართველოს მთავრობისა და ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ლას-ვეგასში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს თბილისის ანძა ერთი საათით – 20:00 საათიდან 21:00 საათამდე ჩაბნელდება.
ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება მწუხარებას გამოთქვამს აშშ-ის ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომლის შედეგადაც, ბოლო ინფორმაციით,  58 ადამიანი დაიღუპა,  ხოლო 515 დაშავდა და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს, აშშ-ის მოქალაქეებსა და მთავრობას, დაშავებულებს კი ჯანმრთელობას უსურვებს”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები