პირველად გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართება

კახეთში, კერძოდ გურჯაანში ქართული ღვინის კვირეული აიღებს სტარტს, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, ასევე 50-ზე მეტი დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული ღვინო.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ: დააგემოვნონ საუკეთესო კახური ღვინო, რომლის შეძენა ხელმისაწვდომ ფასადაა შესაძლებელი; მიიღონ მონაწილეობა ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში ხელნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაში; დაათვალიერონ მოსავლის საშემოდგომო და ქართული ღვინის ღვინის ისტორიის პავილიონები; მოისმინონ კახური მრავალჟამიერი, სხვა ფოლკლორული სიმღერები და იხილონ ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრები; მიიღონ მონაწილეობა სახალისო გათამაშებაში და მოიგონ სპეციალურად გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მიერ დაწესებული საჩუქრები;
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აღსანიშნავია, რომ პროექტი გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის პატრონაჟით ხორციელდება.
გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2017-ის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები