„უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, საქართველოში ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა”

მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა სამედიცინო ჟურნალმა „ლანცეტმა“ საქართველოში ახალშობილთა სიკვდილიანობის შემცირების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. აღნიშნულ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს:
„საქართველოში ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მცირდება უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში;
2012 წლის შემდეგ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებით გატარებული რეფორმის შედეგად, საქართველომ მიაღწია ათასწლეულის განვითარების გეგმით განსაზღვრულ სამიზნეს და 2/3-ით შეამცირა ნეონატალური სიკვდილობა;
საქართველოს მიზანია 2030 წლისთვის ნეონატალური სიკვდილობა შემცირდეს 5-მდე ყოველ 1000 ცოცხლადშობილზე”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები