პრემიერი ვაჭრობის საკითხებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო მთავარი თემა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ვაჭრობის საკითხებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლის, მარკ პრიტჩარდის შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარებმა ორ ქვეყანას შორის „უორდროპის დიალოგის“ ფარგლებში, ეკონომიკური მიმართულებებით თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოს და მთავრობის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს დიდ ბრიტანეთში, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შედგება. შეხვედრას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი, ელჩის მოადგილე ტიფანი სედლერი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები