გიორგი მარგველაშვილმა გრასას მონასტერში ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიაში, ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში,  გრასას მამათა მონასტერი და პორტუგალიური უძველესი ხელოვნების მუზეუმი დაათვალიერა.
გრასას მონასტერში საქართველოს პრეზიდენტს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად მონასტრის წინამძღვარმა ჟორჟ დიაშმა უმასპინძლა.
ლისაბონის გრასას მონასტერში წმინდა ქეთევან დედოფლის მარტვილობის ამსახველი გრაფიკული გამოსახულებაა დაცული, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების ფინანსური დახმარებით კომპლექსური რესტავრაცია ჩაუტარდა.
ლისაბონის უძველესი ხელოვნების მუზეუმში საქართველოს პრეზიდენტს მუზეუმის დირექტორმა, ანტონიო ფილიპე პიმენტალმა უმასპინძლა და პორტუგალიური ხელოვნების უძველესი ნიმუშები გააცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები