ლას-ვეგასში Mandalay Bay-ის სამორინესთან მომხდარი სროლის შედეგად დაიღუპა 20 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, ის პოლიციამ მოკლა.
სამართალდამცველების ცნობით, თავდამსხმელი ადგილობრივი მცხოვრები იყო და მისი მოქმედების მოტივი უცნობია. მან ცეცხლი სასტუმროს 32-ე სართულიდან გახსნა.
ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი. ყველა ახლომდებარე დაწესებულება დაკეტილია.