ირაკლი მამალაძე: დეკანოზი მამალაძე „ლაპრეილის“ სახის კრემს იყენებდა, რომელიც 1500 ევრო ღირს

„ციანიდის საქმის“ „ოქროს მოწმე“ ირაკლი მამალაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში მამა გიორგი მამალაძის შესახებ საუბრობს. „კვირა“ გთავაზობთ ამონარიდს აღნიშნული ინტერვიუდან:
– თქვენ ბრძანეთ, რომ დეკანოზი მამალაძე 1500-ევროიან სახის კრემებს ხმარობდა.. საერთოდ გიორგი მამალაძე რა ქონების პატრონია?
– -არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ რაკი მამა გიორგი მეუფე იაკობისა და კიდევ სხვების მისამართით წერილში განაცხადა – მე აქ უფრო კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე თქვენ ჯიპებშიო! -იძულებული ვარ, ვილაპარაკო! ეს მამაცხონებული დეკანოზი მამალაძე ერთდორულად სამ თანამდებობას ფლობდა – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში სასულიერო აკადემიის რექტორი გახლდათ; წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საპატრიარქოს კლინიკას ხელმძღვანელობდა და საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილეც ბრძანდებოდა. ვის ქონებასა და „ჯიპებზე“ საუბრობს, როცა „ლაპრეილის“ ძვირადღირებულ კრემებს ისვამდა სახეზე? დიახ, სწორედ „ლაპრეილის“ სახის კრემი ამოიღეს მაგის ჩანთიდან, რომელიც სულ მცირე 1500 ევრო მაინც ღირს! აღარაფერს ვამბობ დეკანოზის ქუდების კოლექციაზე, რომელიც თვით მუამარ კადაფსაც კი შეშურდებოდა!
– „არმანის“ ანაფორა ბუნებაში არსებობს?
– დიახ არსებობს, „არმანის“ ეს ხაზიც აქვს.. ერთხელ ბათუმიდან მობრძანდებოდა და საპატრიარქოს კუთვნილი 40 000 დოლარიანი მანქანა მიალეწა. არც მანქანა უჭირდა, არც არაფერი და დაცვით დადიოდა. დეკანოზი მამალაძე სხვის კომფორტზე რა პირით საუბრობს, როცა შინშილის უძვირფასესი ქუდით, შინშილის ჟილეტით, „არმანის“ ანაფორითა და „ლაპრეილის“ კრემებით დადიოდა?! ბოლოს და ბოლოს, მართლა ამოვიდა ყელში რა! დეკანოზი ცხოვრობდა სიმდიდრესა და ფუფუნებაში და გაგანია მარხვაში ხბოს ჩაშუშულს მიირთმევდა! აი ეგ არის სიმართლე და წმინდანად ნუ მოაქვს თავი!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები