კატალონიაში, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

კატალონიაში, დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ტარდება. რეფერენდუმის მიმდინარეობისას, პოლიციას და მოქალაქეებს შორის შეტაკებები მოხდა. სამართალდამცველები იმ უბანზე შეიჭრნენ, სადაც ხმა კატალონიის მეთაურმა, კარლეს პუიჩდემონმა უნდა მისცეს.
ესპანეთის ხელისუფლება რეფერენდუმს არაკონსტიტუციურს უწოდებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე თვის წინ მიიღო.
მიუხედავად ამისა, კატალონიის მთავრობამ პლებისციტის ჩატარება მაინც გადაწყვიტა.კატალონიის პრეზიდენტმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ისტორიის შეცვლას დაჰპირდა. რეფერენდუმამდე ბარსელონაში ხმის მიცემის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები