პანკისში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისთან “ოპელის” მარკის ავტომობილი ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი მგზავრი.

აღნიშნული ფაქტი “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც მღებრიშვილის უწყებაში განმარტავენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაშავებულები მკურნალობის კურსს ახმეტის საავადმყოფოში გადიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები