თბილისში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა

დღეს, თბილისში, მშენებლობაზე დასაქმებული მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მეორე კორპუსში მოხდა. მამაკაცი მშენებარე შენობის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები