აფეთქებას ქაბულში სამი ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქში აფეთქება მოხდა.  გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 3 ადამიანი, მათ შორის ორი სამართალდამცველია.

აფეთქების შედეგად დაიჭრა 16 ადამიანი. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით 18:00 საათზე მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის ავტომობილში იყო
დამონტაჟებული.

აფეთქებაზე პასუხიმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები