m²-ის მხარდაჭერით ყაზბეგის გამზირზე სკვერი მოეწყობა

საბურთალოს რაიონის გამგეობას და დეველოპერულ კომპანია „m² უძრავი ქონება”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად  საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე, ყაზბეგის გამზირზე №9ა  კორპუსის  მიმდებარედ მოსახლეობისთვის სკვერის  მოწყობას ისახავს.
მემორანდუმს  ხელი საბურთალოს რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ და კომპანია „m² უძრავი ქონების” გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბურდილაძემ მოაწერეს.
სკვერში ბავშვებისათვის საქანელები დამონტაჟდება. ძველი სკამები კი ახლით შეიცვლება. სკვერში ასევე მთლიანად შეიცვლება და კეთილმოეწყობა საფარი.
კომპანია m²-ის მისიაა შექმნას ცხოვრების უკეთესი ხარისხი საქართველოში. ამჯერად, საბურთალოზე, ყაზბეგის გამზირის მოსახლეობისთვის შექმნის სივრცეს უკეთესად დასვენებისთვის.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები