შსს-ს მაშველებმა დუშეთში უცხოელ ტურისტებს დახმარება აღმოუჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთში, ფუძნარის ტყეში უცხოელ ტურისტებს, რომლებიც მიკროავტობუსით გადაადგილდებოდნენ, გზა აებნათ და უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდნენ.
შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შეტყობინების მიღებისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დუშეთისა და თიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მათ დასახმარებლად დაუყოვნებლივ გავიდნენ. სააგენტოს ცნობით, რთული რელიეფის მიუხედავად, 5 უცხოელი ტურისტი მაშველებმა ფუძნარის ტყეში უმოკლეს დროში იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები