თბილისის ზღვის ტერიტორიაზე რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის სწავლება გაიმართა

რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის სწავლების დასკვნითი ეტაპი გაიმართა თბილისის ზღვის ტერიტორიაზე. საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლების დასკვნითი ეტაპი გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასეულის პირად შემადგენლობას წვრთნები გერმანიის სამხედრო ძალების რქბ სკოლის ინსტრუქტორებმა ჩაუტარეს. წვრთნებში ქართველმა სამხედროებმა 2016 წელს გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გადმოცემული სპეციალურ სადეკონტამინაციო სატვირთო მანქანები გამოიყენეს. რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის საბაზისო სწავლება 50-მდე სამხედრო მოსამსახურემ გაიარა.
საინჟინრო ბრიგადის ჯარისკაცებმა სხვადასხვა პირობებში დაბინძურებული ტერიტორიების დაზვერვის, მონიშვნის და მასშტაბის დადგენის პრინციპები შეისწავლეს, ასევე ტერიტორიების პერსონალისა და ტექნიკის დამუშავებისთის საჭირო მასალებისა და რესურსების რაოდენობის დადგენის და მომზადების ხერხებს დაეუფლნენ. საქართველომ რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები