პირველად ქართული ანიმაციის ისტორიაში, „ჯიბის კაცი” საფრანგეთის 185 კინოთეატრის გაქირავებაშია

პირველად ქართული ანიმაციის ისტორიაში, ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცი” დღეიდან დადგება საფრანგეთის 185 კინოთეატრის გაქირავებაში. აგრეთვე „ჯიბის კაცი” 80 საერთაშორისო ანიმაციურ ფესტივალზეა მიწვეული. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
„ჯიბის კაცი“ პირველი ქართულ-ფრანგულ-შვეიცარიული ანიმაციური კოპროდუქციაა. ფილმი საერთაშორისო მაყურებლის წინაშე პირველად ნიუ-იორკის საბავშვო ფილმების ფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში წარდგა. წარმატებული მსოფლიო პრემიერის შემდეგ კი მრავალი ჯილდოს მოპოვება შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები