ქართული ფილმი „ნამე” ტოკიოს კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია

ქართული კინოს მორიგი დიდი წარმატება – ზაზა ხალვაშის ფილმი “ნამე” მოხვდა ტოკიოს ოცდამეათე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში.
როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, სასიხარულოა ქართული ფილმის  ამ რანგის ფესტივალის მთავარ კონკურსში წარდგენა. ეროვნული კინოცენტრი ულოცავს დიდ წარმატებას ბატონ ზაზას და მთელ შემოქმედებით ჯგუფს. ფილმის მსოფლიო პრემიერა ტოკიოში 2017 წლის 25 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები