„მერე“ – სოფო ბედია და დათო ძიძიგური ახალ კლიპში გადაიღეს (ფოტოკოლაჟი)

ახალი კლიპის პრეზენტაცია „თბილიონში” გაიმართა. კლიპი გადაღებულია ალექსანდრე ბასილაიას სიმღერაზე „მერე“ (ლექსის ავტორი მორის ფოცხიშვილი) და სოფო ბედია და დათო ძიძიგური ასრულებენ.
კლიპის რეჟისორია ნატო დუმბაძე, ოპერატორი – ლევან აბულაძე, არანჟირების ავტორია ცირა ბზიშვილი.
„როგორ დაიბადა გაჩნდა კლიპის გადაღების იდეა?“ – ამ შეკითხვით მიმართა „კვირამ“ სოფო ბედიას.
სოფო ბედია, მომღერალი: „მე და დათო 15 წლის მეგობრები ვართ. ფაქტობრივად, მის ხელში გავიზარდე, ამიტომ ძალიან დიდი ხანია გვინდოდა დუეტის ჩაწერა. გადავწყვიტეთ, ალექსანდრე ბასილაიას სიმღერა ,,მერე” ჩაგვეწერა, რომელსაც იგი მეუღლესთან – ლუიზა კობალაძესთან ერთად ასრულებდა. სიმღერა ჩაიწერა ცირა ბზიშვილის სტუდიაში და არანჟირებაც ცირას ეკუთვნის“.
ნატო დუმბაძე, რეჟისორი: „სოფოს და დათოს ხმები ძალიან უხდება ერთმანეთს, როდესაც დათომ მითხრა, რომ კლიპი გადამეღო, მოვუსმინე სიმღერას მათი შესრულებით. სიმღერამ სული ამიფორიაქა და დავთანხმდი ამ კლიპის რეჟისორობაზე.
ჩვენ მეგობრები ვართ და ეს იყო ჩვენი ერთობლივი პირველი ნამუშევარი. სოფოს ძალიან კარგი ვოკალი აქვს და არაჩვეულებრივი მომღერალია. მას აქვს კიდევ უფრო წარმატებული მომავალი. ჩვენ ვაგრძელებთ მეგობრობას და თუ რამე დასჭირდება, სიამოვნებით დავეხმარები“.

   

  

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები