ირაკლი კობახიძე: ერთ დღეს აუცილებლად აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად

„ერთ დღეს აუცილებლად აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად”, – ამის შესახებ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
„დღეს ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას. დარწმუნებული ვარ, რომ ის ოცნება, რომლითაც იბრძოდნენ ეს ადამიანები აუცილებლად ახდება და ერთ დღეს აუცილებლად აღვნიშნავთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად”,- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები