“პრეზიდენტი ყველანაირი თვალსაზრისით გასცდა როგორც კონსტიტუციურ, ისე ადამიანურ ფორმატს”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი როგორც სამართლებრივ ისე კორექტულობის ყველა ფორმატს გასცდა. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციის შეფასებისას განაცხადა.
“პრეზიდენტი ჩაება პოლიტიკურ თამაშში და გარკვეულ პლატფორმას იქმნის თავისთვის. როგორც სამართლებრივი, ისე ეთიკური და კორექტულობის თვალსაზრისით, იგი გასცდა ყველა ფორმატს, კონსტიტუციურსაც და ადამიანურსაც”,- განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები