ქაბულის აეროპორტში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ და „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ავღანეთში, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტზე შეტევაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ და ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომაც“ აიღო.
ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ავღანეთში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ჯეიმს მეტისის და ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ჩასვლის შემდეგ, აეროპორტის სიახლოვეს რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა.
მომხდარის გამო, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში, აფეთქებების გამო, ფრენები გაუქმდა და მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.