ზურაბ ალავიძემ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე,  მთავრობის წევრებთან ერთად გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით,  პატივი მიაგეს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს დაღუპულ გმირთა მემორიალი.
“დღეს არის საქართველოს ისტორიის ტრაგიკული თარიღი, ზუსტად 24 წლის წინ დაეცა სოხუმი. აფხაზეთის ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ათიათასობით კი დევნილი გახდა. ჩვენი მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს ამ ადამიანების და მათი შთამომავლების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.
პარალელურად, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, ვაგრძელებთ მშვიდობიან პოლიტიკას ოკუპაციის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან რთული პროცესი, წლების განმავლობაში ბევრი შეცდომა იყო დაშვებული და იყო ხელიდან გაშვებული ბევრი შესაძლებლობა. ამიტომ მთავარია ამ მიმართულებით ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავუშვათ კონფლიქტის ახალი ესკალაცია, არ დავუშვათ ახალი მსხვერპლი და ავაშენოთ ისეთი საქართველო, სადაც შესაძლებელი იქნება ურთიერთ მიტევება და აფხაზ და ოს ძმებთან ერთად თანაცხოვრება.
მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ 27 სექტემბერი ვაქციოთ თარიღად, როცა ენგურს აქეთ და ენგურს იქეთ, შერიგებისა და საერთო გამარჯვების დღეს ვიზეიმებთ’’, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები