ილია ზდანევიჩი და მოძრაობა „41°“ – დაარსებიდან ასი წლისთავი შესრულდა

საქართველოს მწერალთა სახლში ილია ზდანევიჩის, იგივე ილიაზდის მიერ მოძრაობა „41°“-ის დაარსებიდან ასი წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართება.

29 სექტემბერს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლი „41°“-ისა და ილია ზდანევიჩის შესახებ კონფერენციას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ:

რეჟის გეირო – ილია ზდანევიჩის მკვლევარი;
ბორის ფრიდმანი – ილია ზდანევიჩის გამოფენის კურატორი (პუშკინის მუზეუმი, 2016 წელი);
სერგეი კუდრიავცევი – ილია ზდანევიჩის სპეციალისტი;
მარიკა ჟანტი – შანელის სახლის არქივების კონსერვატორი;
ფრანსუა მერე – ილია ზდანევიჩის კლუბის პრეზიდენტი და მისი შთამომავალი;
მიხაილ კარასიკი – რუსული ფუტურიზმის სპეციალისტი და “41 გრადუსის” გამოფენის კურატორი, მწერალი, პეტერბურგის უნივერსიტეტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები